„ფოთლებით გაცოცხლებული სამყარო“- დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
10-11-2022
ხულოს მუიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს. 

ხელოვნების გაკვეთილზე აქტივობა - „ფოთლებით გაცოცხლებული სამყარო“ გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, შემდეგ კი გამოფინეს. 

მეხუთეკლასელებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

მათი ხელოვნების მასწავლებელი მავი წულუკიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203