„მენტალური ჯანმრთელობა საზოგადოების სიჯანსაღის საწინდარია“- გავაზის საჯარო სკოლის ეზოში იოგას სესია გაიმართა
10-11-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის ეზოში მენტალური ჯანმრთელობის კამპანიის ფარგლებში იოგას სესია და ფსიქოლოგთან სემინარი შედგა.
პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ იყო ორგანიზებული.
როგორც აქტივობაში მონაწილეები აღნიშნავენ, მენტალური ჯანმრთელობა ინდივიდის და საზოგადოების სიჯანსაღის საწინდარია.
აღსანიშნავია, რომ იოგას სესიაში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ. ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში მსგავსი აქტივობა და შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, სკოლის დირექციისგან სესიას და სემინარს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს