„სასვენი ნიშნების დღე“- სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-11-2022
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4ა კლასში 13-26 ოქტომბერს ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგ, ფიქრია თურქიას ხელმძღვანელობით პროექტი - „სასვენი ნიშნების დღე“ განხორციელდა.
პროექტი 5 შეხვედრას მოიცავდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს. მათ შორის, გაიხსენეს და შეისწავლეს სასვენი ნიშნების გამოყენების წესები; შეისწავლეს ქართველი პოეტების ლექსები სასვენი ნიშნების მნიშვნელობაზე; როლური თამაშით გააცოცხლეს სასვენი ნიშნები და წარმოადგინეს დონალდ ბისეტის მოთხრობა - „დედა წერტილი და შვილი წერტილი“.
პროექტის პრეზენტაცია შედგა 26 ოქტომბერს შედგა და დამსწრე პედაგოგების ასევე, დირექციის მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.