„ოქროსფერი შემოდგომა“​ ​რცხმელურის საჯარო სკოლაში - დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
10-11-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება შემოდგომას მიუძღვნეს. ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

„ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. ბავშვებმა სადღესასწაულოდ მორთეს კლასი, შეაგროვეს სხვადასხვა სახის შემოდგომის ნობათი, თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები. გაგვამხიარულეს სხვადასხვა შემოდგომის ლექსებითა და სიმღერებით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203