დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
10-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იაქტიურეს, იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ნოემბერის პირველ დღეებში ბედიანის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრების რიტმი და მაჯისცემა „მხიარული სტარტების“ მოლოდინმა შეცვალა. თავად სტარტებმა კი მოლოდინს გადააჭარბა, მართლაც გაგვამხიარულა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203