ივერიის საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
10-11-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც დიდი ქართველი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს და ქართული საბავშვო წიგნის დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეთათვის ჩატარებული საზეიმო გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული გამოდგა.

კლასის მასწავლებელმა მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები - „ცრუ“ და „თხა და გიგო“ წაუკითხა, რომლებზეც  შემდეგ საინტერესო დისკუსია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კმაყოფილი და ძალიან  გახარებულები იყვნენ ჩატარებული გაკვეთილით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203