ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო და ლამაზ ღონისძიებებს ატარებენ.
ამჯერად, მეოთხე და მეათე კლასების მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა“ გამართეს.
ღონისძიების გამო სკოლაში სადღესასწაულო, საზეიმო ატმოსფერო სუფევდა.
მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: