ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
10-11-2022
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
პროცესი თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო პროცედურების დაცვით ჩატარდა. შეიქმნა საარჩევნო კომისია, რომელიც მთლიანად სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ გამოავლინეს საარჩევნო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა და კომისიის წევრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
მე-12 კლასის მოსწავლემ, ნიკა ჩარტიამ მოსწავლეთა ნდობა მოიპოვა და იგი თვითმმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
„გიმნაზიის“ მოსწავლეთა თვითმმართველობა ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობის საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და გააქტიურებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს