ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივორებაზე ორიენტირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, პირველ კლასში „ა“ ასოს პრეზენტაციის პარალელურად, შემოდგომის დღესასწაულიც მოეწყო.
კლასში შესაბამისი დეკორაცია და შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული. დაფაზე შესასწავლი ასო ეწერა და ისეთი ნივთებისა თუ საგნების ფოტოები იყო გამოკრული, რომელთა სახელებიც ამ ასოზე იწყებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.