„უხვი და ბარაქიანი შემოდგომა“- რუისის N2 საჯარო სკოლის I კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
10-11-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის Iბ კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ზეიმი - „უხვი და ბარაქიანი შემოდგომა“ წელიწადის ამ დროს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, პედაგოგ ცისანა ხუჭიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
კლასი შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული, მოსწავლეებს თემატური ტანისსამოსი ეცვათ. მათ საინტერესო აქტივობები განახორციელეს და შესაძლებლობების წარმოაჩენა შეძლეს.
პირველკლასელებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს