ახალქალაქის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
10-11-2022
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო ღია გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საგაკვეთილო პროცესს მშობლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს