თბილისის N39 საჯარო სკოლამ წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის უნივერსიტეტისგან მადლობის წერილები მიიღო
თბილისის N39 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა, ამისთვის ისინი ძალებს არ ზოგავენ. აღსანიშნავია, რომ შედეგიც შესაბამისია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სკოლამ კურსდამთავრებულების - მარიამ ფარჯიკიასა და მევლუდ ბერუაშვილის, წარმატებული სტუდენტობის გამო უნივერსიტეტის მადლობის წერილი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები იყვნენ. სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გულითად მადლობას უხდის სკოლას, ნიჭიერი და პესპექტიული ახალგაზრდების აღზრდისათვის.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მარიამ ფარჯიკიასა და მევლუდ ბერუაშვილის დამრიგებელს, ქალბატონ ხათუნა ჭელიძეს, ნანა ფერაძეს და მათ ყველა პედაგოგს, განათლებული და სასახელო მომავალი თაობის აღზრდისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: