„იწურება შემოდგომა, მალე ზამთარი შემოაღებს კარს“- გუმბრინის საჯარო სკოლის II-IV კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
10-11-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მეორე და მეოთხე კლასების მოსწავლეთათვის თემაზე - „იწურება შემოდგომა და მალე ზამთარი შემოაღებს კარს“ ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა ღია გაკვეთილზე წარმოთქვეს საზეიმო სიტყვები, ლექსები და შეასრულეს ცეკვები. მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა ჩურჩხელებიც კი ამოავლეს, რაშიც მათთან ერთად დირექტორი ქეთევან როყუა მონაწილეობდა.
დირექტორის ღია გაკვეთილზე სტუმრობამ ბავშვები ძალიან გაახარა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამრიგებელი ქნარი ხანჯანიანი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს