„არა ბულინგს!“ - ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
10-11-2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოსწავლეები ყოველთვის უძღვნიან აქტივობებს.
ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „არა ძალადობას, არა ბულინგს“ მოაწყეს.
მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რათა სკოლის სივრცე იყოს უსაფრთხო და არადისკრიმინაციული.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე დიდი ინტერესით იმუშავეს.