ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა გამოფენა - „ოქროს შემოდგომა“ გამართეს
10-11-2022
ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-4 კლასში პედაგოგის, მარინა საჰაკიანის ხელმძღვანელობით თემაზე - „ოქროს შემოდგომა“ გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა ნატურალური მასალისგან ხელთნაკეთი ნივთები და შემოდგომის ბუნების ამსახველი ნახატები დაამზადეს.

აღნიშნული გამოფენის მიზანი იყო ბავშვებს შემოდგომის შესახებ ცოდნა გაემეორებინათ და შეეჯამებინათ. ასევე სცოდნოდათ შემოდგომის საჩუქრების - ბოსტნეულის, სოკოს და კენკრის სახელები. 

მსგავსი აქტივობით მოსწავლეებმა მათ გარშემო არსებული სილამაზე უკეთ აღიქვეს და განივითარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203