სამების საჯარო სკოლაში კიბერბულინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-11-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, 8 ნოემბერს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა და ლექცია თემაზე - „კიბერუსაფრთხოება ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის - „ნუ იქნები ბაისტენდერის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ მასწავლებლები - ნაირა დევდარიანი და სოფიო კევლიშვილი უძრვებიან.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი მოსწავლეებში კიბერცნობიერების ამაღლება და კიბერბულინგის პრევენცია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203