„ფერადი შემოდგომა“ - წახანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
10-11-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძება გაიმართა.
ის ფერად შემოდგომას ეძღვნებოდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, წელიწადის ამ დროის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს