„რატომ მიყვარს შემოდგომა?“- ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი მოამზადეს.
„რატომ მიყვარს შემოდგომა“- წელიწადის ამ დროს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ვასილ გულეურის მოთხრობის - „ჩურჩხელები“ შესწავლის პარალელურად, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, საშემოდგომო საქმიანობაზე ინფორმაცია მოიძიეს, ფერადი ფოთლები შეაგროვეს, ჩურჩხელების დასამზადებლად საჭირო რეცეპტი შეადგინეს.
ისინი აქტივობაში, პედაგოგ კატო კაკულიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მოსწავლეები გაეცნენ უცხო სიტყვებს როგორიცაა: ხარიხა, საწნახელი, ციცხვი, ქვევრი, გიდელი, ფიალა, ბადაგი. ბებიებისა და დედიკოების დახმარებით, აასხეს ძაფზე თხილი, ნიგოზი და ამოავლეს ჩურჩხელები“,- წერს პედაგოგი კატო კაკულია.
იხილეთ ფოტოები: