გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. „შემოდგომის გაცილება“- მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინათინ ბუზიაშვილის ხელმძღვანელობით, წელიწადის ამ დროს მიუძღვნეს.
მის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია.
მეექვსეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, სადღეგრძელოები თქვეს, ჩურჩხელა ამოავლეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ღონისძიებაზე ყველაფერი საინტერესო და შთამბეჭდავი იყო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: