შაუმიანის N3 სკოლის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
10-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
ისინი სოფელ წერაქვში დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერეს, მწერილის შესახებ ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს.
ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ადგილზე თეატრალური წარმოდგენაც გაიმართა.
„სოფელ წერაქვში აღინიშნა მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მწერლის შთამომავლები და ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენლები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს