ტურცხის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, პირველადი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობაზე, მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს
10-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, შეხვედრა ჩატარდა.
სკოლის საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განახორციელეს შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან თემაზე - „პირველი და გადაუდებელი დახმარება“.
შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებელბისთვის წარდგენილი პრეზენტაცია, ღონისძიების მონაწილეებმა „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობით მოამზადეს.
სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ძირითადი დრო დაეთმო იმის სწავლებას, თუ როგორ ხდება პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების გაწევა. შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი ფორმები და საშუალებები, რომელიც პირველადი დახმარებისთვის აუცილებელია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს