მენჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს
10-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა ნანი აბულაძემ და პირველი კლასის მოსწავლეებმა: არჩილ ჯღარკავამ, ვერიკო ზარანდიამ, გიგი ფაჩულიამ, ნოდიკო აბრალავამ, ბარბარე ჭანტურიამ, მარიამი მაჭარაშვილმა, ელენე შონიამ და რომა მალანიამ ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები - დედაენაზე, სამშობლოზე და სიკეთეზე.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203