ორჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
10-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლის ლეილა იუზბაშიანის და დამხმარე მასწავლებელი დალი ყავრელიშვილის ინიციატივით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
შემოდგომის დღესასწაულის მიმდინარეობაში მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს