„დიდი იაკობი“- ჭალადიდის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
10-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში - „დიდი იაკობი“, პედაგოგ მანანა გვასალიას აღსაზრდელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ინსცენირებები მოაწყვეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„მოსწავლეებმა ძალიან ლამაზი გარემო შექმნეს. წარმატებები მანანა მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203