თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
10-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო ღია გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
მან ფერადი ფურცლებით დაფაზე დაწერა „Ա“ ასო, დახატა მზეც და ლამაზად გააფომა. შემდეგ კი მოსწავლეებს ეს სომხური ასო ასწავლა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„მოსწავლეებმა ძალიან ადვილად ისწავლეს და დაწერეს ასო Ա და შეძლეს, ამ ასოთი სხვადასხვა სიტყვების გამოთქმა, სიტყვებში მისი ამოცნობა. ამ გაკვეთილმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და დამსწრე მასწავლებლებზეც“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს