„ოქროსფერი შემოდგომა“- წინუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
10-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშემოდგომო ნამუშევრები, რომლებიც საკუთარი ხელით დაამზადეს. ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.