წყალტუბოს N2 სკოლაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება
10-11-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები ხშირად ტარდება.
ამჯერად, სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული უნარების პროგრამის კურსს - „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ ახორციელებს.
უნივერსიტეტის პედაგოგებმა სხვადასხვა ხელსაწყოებით მოამარაგეს სკოლა და მათ გამოყენებას პროექტში ჩართულ 14 მოსწავლეს ასწავლიან, რომელიც შემდგომ სასკოლო საზოგადოებას გარემოს დაცვაში გამოადგება.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის კურატორი სკოლის პედაგოგი თინათინ ჩიხლაძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს