„ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი“ - გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
10-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან პიროვნებებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია - „ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი“ გაიმართა.

პრეზენტატორი მერვე კლასის მოსწავლე ნინო იმედეიშვილი იყო, ხოლო მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი გახლავთ.

მარიამმა დამსწრე საზოგადოებას მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზენტაციის ბოლოს დებატები გაიმართა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის - „10 მცნებას“ მიეძღვნა, სადაც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

„საინტერესოდ წარიმართა დებატები ჩვენი დროის 10 მცნების განხილვისას, მოსწავლეები ასახელებდნენ თუ რომელი მცნება მოეწონათ და რატომ... აქტივობებში ასევე ერთვებოდნენ სკოლის დირექტორი და დამსწრე მასწავლებლები“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203