თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
10-11-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გვიან შემოდგომას ორიგინალური ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შემოდგომის ნობათი განათავსეს და თიხის დოქები გამოფინეს.
ეზოს ლამაზი დეკორაციებით მორთვის შემდეგ, მოსწავლეებმა ეზოშივე გააკეთეს თათარა და დამოუიდებლად ამოავლეს ჩურჩხელები. 

გარემოს უფრო მეტი პოზიტიურობა შესძინა მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ქართულმა ცეკვებმა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ასე დაასრულეს ლამაზი პერფორმანსი.
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა, აქტიურად აწყობს სხვადასხვა თემატიკის ორიგინალურ ღონისძიებებს, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203