წყალტუბოს N1 სკოლის მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეებთან პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით შეხვედრა მოეწყო
10-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
თავის მხრივ, მოსწავლეებიც არაერთ პროექტსა და ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ამჯერად, საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის პროექტის - „პროფორიენტაცია, გზა - წარმატებისკენ“, ფარგლებში, მე-9, მე-11 კლასელებთან პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით შეხვედრა მოეწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.