ნაბაკევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
10-11-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვა.
სახალისო აქტივობებით დატვირთული საშემოდგომო ღონისძიება მე-3 კლასის დამრიგებელმა, ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა ხათუნა ბაბუნაშვილმა მოაწყო.
აქტივობებში, როგორც ყველა მოსწავლე, ასევე მათი მშობლები თანაბრად იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიების წამყვანი გახლდათ, თავად დამრიგებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად შეასრულა საცეკვაო ნომრებიც.
„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დადებითად მოქმედებს ამ საზოგადოების თითოეულ წევრზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.