წყალტუბოს N1 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი მონდომებით ასრულებენ.
VIIა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსური დავალების - „პაროლის გამოცნობა“ პრეზენტაციები წარადგინეს. მათ დავალებაზე დიდი ინტერესით იმუშავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათი მასწავლებელი მანანა წულაია, ხოლო დამრიგებელი თეა ბობოხიძეა.
„მოსწავლეები გამოირჩეოდნენ ჩართულობის მაღალი ხარისხით და ვიხილეთ აკადემიური პრეზენტაციებიც. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ყოველ ჯერზე ხვეწენ არა მარტო კომპლექსური დავალებების შესრულების ხარისხს, არამედ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებსაც“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: