თბილისის N106 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
10-11-2022

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის III6 კლასში საინტერესო კლასგარეშე აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეები დამრიგებლის - თამუნა შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ. მათ ცნობილი მწერლების ბიოგრაფიები გაიხსენეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ნაწარმოებებიდან სცენები გაითამაშეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მამა დავითის ტაძარი მოილოცეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ მწერალთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„დღე დავასრულეთ ბოტანიკურ ბაღში გასეირნებით, სადაც შევასრულეთ კომპლქსური დავალება ხელოვნებაში თემით - „პეიზაჟი“ . ბუნებაში გასვლა და გარემოზე დაკვირვება მათ დაეხმარათ კომპლექსური დავალების შესრულებაში. მოხდა შესწავლილის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან“,- აღნიშნავს დამრიგებელი თამუნა შოშიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203