მათხოჯის საჯარო სკოლის მე-3 კლასში სახალისო მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
10-11-2022
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-3 კლასში „მხიარული მათემატიკური ვიქტორინა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შეძლეს, რომ შესაძლებლობები გამოევლინათ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აქტივობას პედაგოგი თამარ ბოლოთაშვილი უძღვებოდა.
„მხიარული მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა ჩვენს საყვარელ მესამეკლასელებთან ერთად. ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე გონიერები, ყველაზე მხიარულები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს