ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“ მის კინოვერსიას შეადარეს
10-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებით ასრულებენ.
მე-9ა კლასის მოსწავლეებმა აისელ ყურბანოვამ და სევგი ალმაზოვამ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია წარადგინეს.
დავალების პირობა შემდეგი იყო: მოსწავლეებს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „მიწის ყივილი“ მისი კინოვერსიისთვის - „ფესვებისთვის“ უნდა შეედარებინათ და აღეწერათ, რამდენად გააღრმავა ფილმის ნახვამ ნაწარმოების თემის მათეული აღქმა-გააზრება.
მოსწავლეებმა დავალებას თავი უდიდესი წარმატებით გაართვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათი მასწავლებელი ე.აშიროვაა.