„ყვითელი ფოთლები“- თხინვალის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
10-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-2 კლასში, პედაგოგ ნინო თავბერიძის ხელმძღავანელობით, საშემოდგომო ზეიმი - „ყვითელი ფოთლები“ გაიმართა. 

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მოსწავლეებმა ნინო მასწავლებელთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნეს შემოდგომის დეკორაციები მოაწყვეს ლამაზი კუთხე, საიდანაც შემოდგომის სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა. პატარები თავიანთ თბილ და ყურადღებიან ნინო მასწავლებელთან ერთად, ხარობდნენ ბუნებისა და თავიანთი შემოქმედებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203