თბილისის N16 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, მეორეკლასელებმა პროექტის - შექმენი „დედა ენა" - ფარგლებში, ახლოს გაიცნეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. გარდა ამისა, საკუთარი ხელით შექმნეს „დედა ენის" სახელმძღვანელო.
პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
აქტივობებს პედაგოგები თამარ ვარძელაშვილი და თამთა ღონღაძე უძღვებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: