ქუთაისის N16 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ილუსტრაციები შექმნეს
10-11-2022
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, დაწყებითი კლასებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებმა - ელენე მჭედლიძემ და ზურა ხაკიანმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარაეს.
მეორეკლასელებმა პროგრამის - „ვსწავლობთ თამაშით“ საშუალებით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ილუსტრაცია შექმნეს. ისინი აქტივობაში დიდი ხალისთ, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა ილუსტრაცია საჩუქრად პირველკლასელებს გადასცეს, რითაც პატარები ძალიან გაახარეს.