ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო ტრენინგი გაიარეს
10-11-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იმართება სხვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა. 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტი - „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ დაიწყო.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ქუთაისში, ჩართულია ოთხი საჯარო და ერთი კერძო სკოლა, მათ შორის, ქუთაისის N12 საჯარო სკოლა.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ტრენინგები პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა. მასში ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. 

ტრენინგის დასასრულს, პროექტში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203