საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებებზე წარმოადგინეს
10-11-2022
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებები მიეძღვნა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ - მარიკა ხურციძესთან ერთად, საშემოდგომო ღონისძიება, სახელწოდებით „ბარაქიანი შემოდგომა“ მოაწყვეს. პატარებმა ღონისძიების ფარგლებში, გაითამაშეს მრავალფეროვანი სცენები, წაიკითხეს ლექსები და ერთმანეთს შეეჯიბრნენ მხიარული გამოცანების გამოცნობაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, შემოდგომის ნობათი გამოფინეს, რომლებიც ლამაზ, დაწნულ კალათებში ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგიდას ამშვენებდა ღვინის თიხის თასებიც.
შთამბეჭდავი იყო მე-2 და მე-7 კლასის მოსწავლეთა საშემოდგომო ღონისძიებაც. სკოლაში ამავე კვირას გამართულ ღონისძიებზე, მე-2 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის - მარინა ომანაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლა მუდმივად გამოირჩევა მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს