ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები, ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით, მწერლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
10-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნად, მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს.
მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, გასვლითი გაკვეთილი მოაწყვეს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილიას და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, ილიას მიერ დაარსებული ჟურნალები და გაზეთები, უძველესი ავეჯი და იარაღები.
გარდა ამისა, ყარაჯალის საჯარო სკოლაში მე-9ა კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში მოაწყვეს გამოკითხვა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლა, ყოველწლიურად აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის იუბილეს.