„შემოდგომის ფერები“- ჭითაწყარის საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, პედაგოგ დენიზა ქაძანაიას ხელმძღვანელობით, მე-3 კლასში პროექტი - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წელიწადის ამ დროის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტის დასკვნითი ნაწილი დიდი წარმატებით დასრულდა.