წყალტუბოს N1 სკოლის მერვეკლასელმა ძალოსანმა - ჯაბა ტყეშელაშვილმა თბილისის ღია პირველობაზე I ადგილი დაიკავა
10-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-8 კლასის მოსწავლემ, ჯაბა ტყეშელაშვილმა ასახელა, რომელიც თბილისის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

წყალტუბოელმა ძალოსანმა თბილისში, გლდანში მდებარე საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში U15 ძალოსანთა შორის მიმდინარე თბილისის ღია პირველობაზე, 73კგ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა.

მოსწავლის მწვრთნელები - გურამ მამიაშვილი და ალეკო მამიაშვილი არიან. 

შეჯიბრში ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ჯაბა ტყეშელაშვილი (წყალტუბო) – 91/115/206;
  • ნიკა ჯიქია (ზუგდიდი) – 87/109/196;
  • საბა ბოყოველი (თბილისი) – 90/102/192;
სკოლაში მოსწავლის წარმატებას ზეიმობენ და შემდგომ წინსვლას უსურვებენ. 

„კვლავ ბევრი წარმატებები ჯაბას სპორტულ კარიერაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203