ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები, გერმანული ენის მასწავლებლის ნინო პერტაიას ხელმძღვანელობით, გერმანული ენის დღეებში მონაწილეობდნენ.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ზუგდიდიში გერმანული ენის დღეები, Deutsch fur gross und klein გერმანიის საელჩოს მასწავლებელთა სახლის, DAD DVG-ის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: