ძირკვაძეების საჯარო სკოლაში, X კლასის მოსწავლეთა ორგანიზებით, ლიტერატურული ლოტო ჩატარდა
10-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სხვადახხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით, ლიტერატურული ლოტო ჩატარდა. ის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების - „შუშანიკის წამების“ მიხედვით, თავად მეათეკლასელებმა შექმნეს. 

აქტივობაში X -XI კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
 
სკოლის დირექტორმა I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203