დიდაჭარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში, ყველა შესაბამისი წესის დაცით, წარიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.
მოზარდები პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. თითო კლასს 2 და 2-ზე მეტი კანდიდატი ჰყავდა.
არჩევნების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
- მე-7 კლასი - ლინდა გობაძე;
- მე- 8 კლასი- რატი შავაძე;
- მე-9 კლასი- სოფიკო ბოლქვაძე;
- მე-10 კლასი- ნინი შავაძე;
- მე-11 კლასი- ნიკა გობაძე;
- მე-12 კლასი ლუკა შავაძე.
იხილეთ ფოტოები: