ვარძიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო კვირეული გაიმართა
09-11-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მასწავლებელ ლამზირა ბააკაშვილის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო კვირეული გაიმართა.
მის ფარგლებში, ჩატარდა შეჯიბრი - „მხიარული სტარტები", რომელშიც თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა. კონკურსმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. ბოლო დღეს, მოსწავლეები და მშობლები, რომელთაც გამორჩეულად იასპარეზეს, სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, გაიმართა გამოფენა და ზეიმი. თითოეულმა კლასმა ძალიან საინტერესო ხელნაკეთი ნივთები წარადგინა.
მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ზეიმი დაგვირგვინდა თათარის მოდუღებითა და ჩურჩხელების ამოვლებით. ბევრი ბედნიერი სახე ამშვენებდა სკოლას. მადლობა დირექტორს, მასწავლებლებს და მშობლებს დახმარებისთვის! მრავალ ბედნიერ, ხვავიან და ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს