სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს
10-11-2022
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 9 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავი აღნიშნეს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით Vll-Vlll კლასების მოსწავლეებმა თანასკოლელების წინაშე ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული პორტრეტი წარადგინეს. ბავშვებმა ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე საინტერესოდ ისაუბრეს.
ასევე წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის გამორჩეული ლექსები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს