„სამშობლო“- უჩხოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს თამარ მეფის ხიდზე გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
09-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მასწავლებელმა ნინო სოლომონიძემ მე-5 კლასის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი - „სამშობლო“ ჩაუტარა.
მან მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას ბუნებაში, კერძოდ თამარ მეფის ხიდზე გაიყვანა და საქართველოს გმირების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყირადღება სწორედ თამარის ეპოქასა და მის მოღვაწეობაზე გააამახვილეს. მოსწავლეებმა ლექსები დიდი მონდომებით წაიკითხეს და აღნიშნეს, თუ რას ნიშნავს იყო სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.
„ძალიან სახალისო და პოზიტიური აღმოჩნდა ეს აქტივობა ბავშვებისთვის და ვფქრობ, სამომავლოდ, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ მსგავსი აქტივობები და გავახალისოთ მოსწავლეები“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო სოლომონიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს