რუსთავის N23 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
09-11-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მრავალფეროვან ღონისძიებებს ხშირად მართავენ.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.

მეორეკლასელებმა დამრიგებლის ლელა მიქაძეს ხელმძღვანელობით გარემო ღონისძიების თემატიკაზე მორთეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ასევე, საშემოდგომო ნამუშევრები შექმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203